06:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, მთის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ ადგილზე განვითარებისათვის

მთის განვითარების საბჭომ, რომლის სხდომას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის განაწილების საკითხზე იმსჯელა.

ირმა ინაშვილი: პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს. 

თალაკვაძე: პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო არა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაადო.  

სკანდინავიურ -ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს ტექნოპარკს  დღეს სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები  ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს ტექნოპარკში მასპინძლობა გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მან დელეგაციის წევრებს ტექნოპარკში მიმდინარე პროექტები გააცნო.

„ლიბერთი ბანკი“ 50-ზე მეტი მცირე საოჯახო სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ  და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პლენარული სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ იწყება

ქუთაისში, პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ იწყება. რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა, ქვორუმი კი, 76-ს შეადგენს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, განმეორებითი რეგისტრაცია 15 წუთში ჩატარდება.

ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა

იტალიის ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა. 

თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. 

აბესაძე: „ქართული ოცნება“ ვეტოს მარტივად დაძლევს, სუს-ი კი, ადამიანების დაშანტაჟებას გააგრძელებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მთელი საზოგადოება მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები დასრულდეს.

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.

რატიანი: თუ პრეზიდენტის ოჯახის წევრია დაუცველი, წარმოვიდგინოთ, ჩვეულებრივი მოქალაქეები რამდენად დაუცველნი არიან

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ის პრეზიდენტის ოჯახზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

22 მარტს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, B კორპუსი B 202-ე აუდიტორია) გაიმართება  დასკვნითი ღონისძიება პროექტის „სამართლის ზამთრის  სკოლის სტუდენტებისათვის.“

კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: ვფიქრობთ, პირველადი სახით უნდა იქნას გატანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც თავდაპირველად მიიღო პარლამენტმა.

მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

აშშ-ში გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება

საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics