|
2017-03-22 13:48:55, 2110 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს
„შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან არის გამოგზავნილი, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტებით, ჩემი აზრით ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები მას არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არგუმენტირებულია. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონსტიტუციურ- სამართლებრივი თვალსაზრისით პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონპროექტს, აუცილებლად მან მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს. ის შენიშვნები რაც მე პირადად ვნახე, რაც არის გამოგზავნილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტები და მაშინ რა არის? ჩნდება კითხვა. ჩემი აზრით ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტს. წარმოდგენილი შენიშვნები ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის არგუმენტირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან“,-განაცხადა კილაძემ. ამასთან, მისივე თქმით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან პროცედურული ომი იყო, რომელიც აღნიშნული საკითხის დროში გაწელვას ემსახურებოდა. „ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვსაუბრობდით და გაგახსენებთ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმ პროცედურულ ომს, რომელთაც მათ დაიწყეს ამ კანონპროექტის განხილვისას. ეს პროცედურული ომი ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ რაც შეიძლება გაწელილიყო ეს განხილვა, რაც შეიძლება მეტი დრო დასჭირვებოდა, რომ არა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაებრუნებინა ეს ადამიანები სამართლებრივ ჩარჩოში დღესაც იგივეზე ექნებოდათ ამ ადამიანებს საუბარი. ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაეწელათ. არ არის ბატონებო ასე. ძალიან პრინციპული პოზიცია დავიკავეთ და პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ ახლაც ამ ვეტოს შემთხვევაშიც. მე ვფიქრობ, რომ ეს ვეტო ემსახურება იმას, რომ ეს პროცესი გაიწელოს და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც ჰქონდათ, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდნილიყო. ეს არ მოხდება რა თქმა უნდა, ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ ეს არგუმენტები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არ არის მყარი არგუმენტები. ჩემი აზრით ამ კანონპროექტს აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი და აუცილებლად მივიღოთ ჩვენი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ როგორც ადამიანის უფლებები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)