17:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ივანიშვილი: რომ არა სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელი ქმედებები, რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უხეში შეცდომების შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს საკუთარი ჯარი შემოიყვანა.

 

ივანიშვილი: ზვიად გამსახურდიას უარყოფით კონსტექსტში არასდროს მოვიხსენიებ

საქართველოში ზვიადის დროს უამრავი პოზიტივი მოხდა. ის დიდი პატრიოტიზმი, რომელიც დღეს მიმქრალია, სწორედ ზვიადის მმართველობის დროს იყო პიკში. ზვიად გამსახურდია ჩემთვის გულანთებული პატროტია, - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას მის განცხადებას, რომლის თანახმადაც ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო მართვის გამოცდილება აკლდა.

 

ივანიშვილი: ჩვენ ვართ ევროპელები და ეს უნდა დავამტკიცოთ ამ არჩევნებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ივანიშვილი: ის, რომ სამეგრელოში დევნილებს 100 ათას ბინას შევპირდი, ერთგვარი გადაცდომა იყო

იყო ერთგვარი გადაცდომა, რომ მე სამეგრელოში დევნილებს 100 ათას ბინას შევპირდი, საჯაროდ ასეთი განცხადება არ გამიკეთებია, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას სამეგრელოში დევნილებისთვის შეპირებული 100 ათასი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეული ცნობილია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ათეული ცნობილია.

 

დავით სონღულაშვილი: ჩემი მთავარი მიზანია თითოეულმა თქვენგანმა კეთილდღეობა იგრძნოს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 

ბიძინა ივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო

მე უსუფაშვილს შევთავაზე „რესპუბლიკელების“ დატოვება და კიდევ კარგი არ გამოვიდა. მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ ჭარბი რესურსი არ ჰქონდა. ღმერთმა დამიფაროს მე უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელებს“ სურდათ, როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია და უსაფრთხოების სამსახური

სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხშირად მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები თანხვედრაში მოდიოდა.

 

ბარამიძე: აშშ-ის კონგრესმა ქართველებს აჩვენა, ვინაა ჭეშმარიტი მეგობარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-ს კონგრესმა ქართველ ხალხს  ნათლად აჩვენა, თუ ვინაა მათი ჭეშმარიტი მეგობარი და რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება.

 

ჩიქოვანი: ევროატლანტიკური არჩევანის უზრუნველსაყოფად, პარტნიორების უპირობო გვერდში დგომა უმთავრესია

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“  თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  კარგია, რომ აშშ  საქართველოში არც ერთ მოვლენას უყურადღებოდ არ ტოვებს.

 

ივანიშვილი: ოპონენტებს უნდათ, ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ

ოპონენტებს უნდათ, რომ ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას.

 

ვოლსკი: რეზოლუცია არის გამოხატულება იმისა, თუ სადაა წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ არავინ უნდა გადაკვეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ  საქართველოს  მყარი მოკავშირეები ჰყავს და კითხვის  ნიშნები მოკავშირეობასთსან, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს.

 

თამაზ მეჭიაური: ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება უპასუხისმგებლობაა

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ამერიკის ბაზები განლაგდება, ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.

 

არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს შეხვდა
სესიაშვილი: აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის დამატებითი ძალაა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აშშ-ს მიერ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება  დამატებითი ძალაა იმისათვის, რომ  საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინონ.

 

სესიაშვილი: დღეს მეტი ნატოა საქართველოში და ეს ყველას გვახარებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს წევრი  ყველა სახელმწიფო  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics