12:31 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 11:34:53, 344 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

უკრაინამ 27 ოქტომბერს, დილის 3:00 საათზე, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია მოსახლეობისთვის დახმარების მისაწოდებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლის მოსამზადებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ცხადდება. მისი მიზანია: დახმარების მიწოდება ქალაქში ამჟამად მყოფი მოსახლეობისთვის; მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების მომზადება ოლეშკიდან.

გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების დასახმარებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გენერალური შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ინფორმაციის მიმართ და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური წყაროები. თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციისგან და ჭორების გავრცელებისგან ადამიანებისა და ჰუმანიტარული კოლონების მარშრუტების, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას და თავად ოპერაციას.

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ოლეშკის რაიონში ადგილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით. ქალაქის ალყის მოხსნის ოპერაცია მოიცავს გზების ნაღმებისგან გაწმენდას, ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას და მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.

ოლეშკი და ხერსონის მეზობელი თემები გადაშენების პირასაა. ქალაქი მთლიანად ბლოკირებულია, გზები დანაღმულია, მოსახლეობა კი ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს განიცდის. RBC-Ukraine-ის ცნობით, რუსი ურწმუნოები ადგილობრივ მოსახლეობას „ცოცხალ ფარებად“ იყენებენ და ევაკუაციას არღვევენ, ამიტომ უკრაინელ ჯარისკაცებს დრონებიდან საკვების ჩაყრა მოუწიათ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics