|
2016-10-12 15:45:51, 692 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩემთვის პირველ ადგილზე სახელმწიფოა, დრო გვიჩვენებს, რა ამპლუაში მოგევლინებით
დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მომავალში გამოჩნდება, თუ რა ამპლუაში მოევლინება ის საზოგადოებას. "მინდა განვაცხადო, რომ პარტიაში არ ვრჩები. გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც ბოლო პერიოდში პარტიას შემოურთდა. ხალხს, რომელსაც აქვს ენთუზიაზმი, რომელსაც აქვს მოტივაცია იმისა, რომ გააგრძელოს საქმე და ეს პარტია წარმატებისკენ მიიყვანოს. მე არასდროს ვხელმძღვანელობდი, პარტიული ინტერესებით, ჩემთვის ყოველთვის სამშობლო და სახელმწიფო იყო პირველ ადგილზე. მომავალში რას ვიზამ და როგორ ვიზამ, რა ამპლუაში მოგევლინებით, ბუნებრივია ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა აბასიძემ. ბრიფინგის დაწყებისას მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აბაშიძის განცხადებით სამწუხაროა, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ცნობისთვის, პარტია ვიქტორ დოლიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური საქმიანობა, პარტიის ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა შეწყვიტეს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)