|
2016-10-12 18:15:02, 724 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე. "ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე საქართველოს იმ როლიდან, რომელიც მას აკისრია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ყირგიზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. რაც შეეხება თანამშრომლობის სხვა სფეროებს, ხვალ სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები გაფორმდება, რომლებიც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების და უსაფრთხოების სფეროებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება. სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)