11:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ლავროვი: პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის წარმოჩენა, როგორც სირიის გამო რუსეთზე შურისძიება, ცინიკურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, პეტერბურგის ტერაქტი სირიის გამო, რუსეთზე შურისძიება იყო, ცინიკურს უწოდებს, - ამის შესახებ Tass-ი იუწყება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგში აფეთქება განახორციელა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ პირის ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება განახორციელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვარცოვას ინფორმაციით, პეტერბურგის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

 

რუსული მედია: პეტერბურგში აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა

სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

პეტერბურგში აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: მეტროპოლიტენის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინეს, რომელიც არ ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

დაზუსტებული მონაცემებით, პეტერბურგში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 20 ადამიანი

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, 20 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოგერინი: თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას პეტერბურგიდან - ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად პეტერბურგიდან ინფორმაციას თვალყურს ადევნებენ.

გახმაურებული ტერაქტები რუსეთში

2009 წლის 27 ნოემბერს მოსკოვი-სანქტ პეტერბურგის მიმართულებით მიმავალმა მატარებელმა "ნევსკი ექსპრესი" კატასტროფა განიცა.  აღნიშნულს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. მაშინ ინციდენტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 90 კი მძიმედ დაშავდა.

პროკურატურის წარმომადგენელმა პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა

პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა, - ამის შესახებ "Россию-24"იუწყება.

პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 2 025 რუბლი გადაეცემათ

პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 2 025 რუბლი გადაეცემათ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია არკვევს, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები

მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები.

სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 63-ვე სადგური დაიხურა

სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 63-ვე სადგური დაიხურა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსული მედია: სანქტ-პეტერბურგში აფეთქება ორ მეტროსადგურს შორის მოხდა

სანკტ-პეტერბურგში აფეთქება ორ მეტროსადგურს შორის მოხდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ვლადიმერ პუტინი მეტროში აფეთქებას გამოეხმაურა - „განვიხილავ ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics