სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 63-ვე სადგური დაიხურა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.
წინასწარი ცნობით, აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More