პროკურატურის წარმომადგენელმა პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა
პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა, - ამის შესახებ "Россию-24"იუწყება.
"პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული. დაადგენენ ყველა დეტალს. უნდა დადგინდეს რა იყო მომხდარის მიზეზი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტერაქტები აღარ განმეორდეს", - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.