15:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 11:09:30, 2493 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგში აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

გუშინ სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების ორგანიზატორის სახელი ცნობილია, - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

"ტერაქტის სავარაუდო მომწყობი, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, აკბარჟონ ჯალილოვია", - ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაშია. 

"რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, ყირგიზეთის სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში არიან.

ამასთან, მოსკოვში ყირგიზეთის საკონსულოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მათ ყირგიზი წარმოშობის მოქალაქის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტის ორგანიზატორია, ჯერჯერობით არ დაკონტაქტებია.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის შემსრულებელი 1996 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევი. მალევე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბუგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics