2017-04-03 17:54:27, 2258 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 2 025 რუბლი გადაეცემათ
პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 2 025 რუბლი გადაეცემათ, - ამის შესახებ BBC იუწყება.
გარდა ამისა, ყველა საზოგადო ტრანსპორტმა მიიღო განკარგულება, მოსახლეობა უფასოდ ატაროს.
მოქალაქეებს, რომლებიც პირადი ავტომობილით გადაადგილდებიან, მოსახლეობა გადაჰყავთ პირადი ხარჯებით.
სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან