2017-04-03 19:05:48, 2200 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ცნობისთვის, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, 20 კი დაშავდა.
ამასთან, მედი აქამდე ავრცელებდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.
პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან