|
2018-03-01 19:16:47, 1487 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ პროფესორ ტომ ბელის საჯარო ლექცია - „მომავლის ქალაქი“ გაიმართა
„ანაკლია სითის“ მოწვევით, საქართველოში ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტლ მილერი ჩამოვიდნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი „ანაკლია სითისთვის“ ქალაქისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კონსულტაცია, გამოცდილებისა და მსოფლიოს თანამედროვე და წარმატებული ანალოგიების გაზიარებაა. პროფესორმა, ტომ ბელმა „თიბისი გალერეაში“ თემაზე - „მომავლის ქალაქი“ საჯარო ლექცია გამართა. მან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტით საქართველოს აქვს შანსი, მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირდეს. „ჩემმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს და მთლიანად რეგიონს დიდ შესაძლებლობას შესძენს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში სპეციალური ეკონომიკური ზონები ძალიან პოპოლარულია მსოფლიოს მასშტაბით და ამას ბევრი კვლევა აჩვენებს. საქართველოს ამ ეტაპზე არც თუ ისე ბევრი ეკონომიკური ზონა გააჩნია, ამიტომ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ, მითუმეტეს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტის მეშვეობით ქვეყანამ თავისი სავაჭრო პოტენციალი გამოიყენოს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ უკეთესი შედეგის დადებაც შესაძლებელია მსგავსი პროექტებით“,- განაცხადა ტომ ბელმა. როგორც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ანაკლია საუკეთესო პროფესიონალების ჩართულობით განვითარდება. „ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობისას ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლით მსოფლიოს გამოცდილებას, რათა გავითვალისწინოთ საუკეთესო ან შევქმნათ ახალი და განსხვავებული; რაც მთავარია, ამ ყველაფერში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მკვლევრები იქნებიან ჩართულნი. დღესაც, ჩვენ ამ სფეროში წამყვანი კომპანების სპეციალისტებს ვხვდებით, ვინც ქალაქების მართვისა და იურიდიული კონსულტაციებით მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მუშაობდნენ. ანაკლია განვითარდება საუკეთესო პროფესიონალების ჩართულობით“,- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა. მისივე განცხადებით, „ანაკლია სითის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშულ სფეროში საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარების სასუალება საქართველოში სხვადასხვა სფეროების, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლებსაც მიეცეთ. ვიზიტის ფარგლებში ტომ ბელი და მაიკლ კასტლ მილერი შეხვედრას ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყობებთან გამართავენ.
(NS)
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)