12:19 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 12:03:44, 220 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (Markéta Gregorová) 2026 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის ორი წლისთავთან დაკავშირებით.

 ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი. 

 მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და აკრძალოს ოპოზიციური პარტიები.

„გამარჯობა, საქართველოს მამაცო ხალხო. ორი წელია უარს ამბობთ დათმოთ დემოკრატია, თავისუფლება და თქვენი მომავალი. დღეს თქვენი მთავრობა ცდილობს დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და აკრძალოს ოპოზიციური პარტიებიც კი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს მიტოვებულად გრძნობს და თქვენ სოლიდარობის სიტყვებზე მეტს იმსახურებთ. თქვენ არ დაგიქნევიათ ხელი ევროპისთვის და ჩვენც არასდროს უნდა დავიქნიოთ ხელი თქვენზე. მე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთვის ევროპარლამენტში — თქვენი უფლებებისა და თქვენი მომავლისთვის. სერბეთის ხალხმა დაამტკიცა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. თქვენი სულისკვეთება საქართველოს საზღვრებს სცდება და იმედს ყველგან აღვივებს. ამიტომ გახსოვდეთ: თქვენი სიმამაცე, თქვენი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია. თქვენი მომავალი გეკუთვნით თქვენ და არა მათ, ვინც მის მოპარვას ცდილობს. საქართველო ევროპაა.“ - ამბობს გრიგორევა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics