12:19 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 12:09:22, 210 ნახვა

პოლიტიკა
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება

ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს (Nathalie Loiseau) 2026 წლის 28 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავალი მოპარეს და ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათი ხმა გაიგონ.

ის აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს არჩევნები და ევროპული გზა მოუპარეს, თუმცა ისინი მამაცურად აგრძელებენ პროტესტს მიუხედავად რეპრესიებისა. ლუაზო ხაზს უსვამს, რომ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

„ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ზუსტად 28 ნოემბერს მათ ევროპული მომავალი მოპარეს, ხელისუფლებაში მყოფმა პრორუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ახლა არ იყო საჭირო. ქართველი ხალხი მას შემდეგ გარეთ არის, ყოველ საღამოს და პროტესტი არ წყდება. სასტიკი რეპრესიების მიუხედავად — ჯარიმების, აქციებზე ძალადობის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, უამრავი პოლიტპატიმრის მიუხედავად. ქართველი ხალხი ჩვენ გვიყურებს და ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან. რომ მათ ყველაფერი სწორად გაიგეს, როცა ევროპას, თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ხმა ევროპაში გაიგონ.“ - აცხადებს ლუაზო ვიდეომიმართვაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics