12:12 - 28 Nov, 2026
|
2026-11-28 11:54:27, 227 ნახვა
სამართალი
დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, ანზორ (დავით) ოყუჯავა, სამართალდამცველებმა 26 ნოემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ანზორ ოყუჯავას დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას გულისხმობს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა. დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. ოყუჯავამ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის პოსტი დაკავებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დატოვა.
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



