12:12 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 11:57:27, 247 ნახვა

სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ ახალგაზრდას, თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სუსი მას აგენტურულ საქმიანობაში ადანაშაულებდა. უსაფრთხოების სამსახურში თვეების წინ აცხადებდნენ, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავდათ გადაბირებული და მათ ეხმარებოდა. ოფიციალურად დაზუსტებული არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია რუსეთზე.

გოლოევის საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. განაჩენის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინფორმაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე აცხადებენ, რომ „ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

თამაზ გოლოევი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მას უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებდნენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოლოევი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics