|
2026-11-27 11:51:18, 257 ნახვა
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
26 ნოემბერს, ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ გამართული „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი საფეხბურთო მოვლენას სცდა და ქართულ-თურქული დიპლომატიური კრიზისის ეპიცენტრად იქცა. მოედანზე დაპირისპირების შემდეგ მთელი საღამოს განმავლობაში თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება პირდაპირ რეჟიმში ურეკავდა თბილისში კოლეგებს და გამოძიებას, დაკავებულების გათავისუფლებას და ქართველი პოლიციელების დასჯას მოითხოვდა. თურქული მხარის რეაქციის მასშტაბი უპრეცედენტოა: განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის სპიკერმა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ განცხადებად შემოიფარგლა, რომელშიც უწყება იძულებული გახდა დეტალურად აღეწერა, როგორ იძალადა „ბეშიქთაშის“ ფანების ნაწილმა ქართველ სამართალდამცველებზე. პოლიტიკური დონის პასუხი თურქეთის პრეზიდენტისა და მინისტრების პირდაპირ ბრალდებებზე – ჯერჯერობით არ გაცემულა. როგორ დაიწყო ძალადობა – შსს-ს ვერსიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი, სამართალდამცველები წინასწარ იყვნენ მობილიზებული. უწყების ცნობით:
შსს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობა სტადიონზეც გაგრძელდა:
პოლიციამ, ვითარების დეესკალაციის მიზნით, გამოიყენა სპეციალური საშუალება. შედეგად დაშავდა შსს-ს 3 თანამშრომელი, დაკავებულია 16 პირი. სამინისტრო ასევე კატეგორიულად უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა:
განცხადება სრულდება მკაცრი ფორმულირებით:
მიუხედავად ამ მკაცრი ტექსტისა, სწორედ ამ ფაქტებმა – ქართველ პოლიციელებზე თავდასხმამ, სკამების სროლამ და 3 დაშავებულმა სამართალდამცველმა – ვერ შეაჩერა თურქული მხარის პოლიტიკური შტურმი. ანკარის შტურმი: „ამ საკითხს ასე არ დავტოვებთ“ომერ ჩელიქი, თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერი:
ჩელიქი ფაქტობრივად ქართველ პოლიციელებს „თავდამსხმელებად“ აცხადებს და თბილისს ულტიმატუმის ენით ესაუბრება – გაარკვიოს „ვინ გასცა ბრძანება“ და „დასაჯოს ისინი“. აქინ გურლექი, თურქეთის იუსტიციის მინისტრი:
გურლექმა ასევე დაგმო პალესტინის დროშის გაშლის გამო გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალადობა და აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი მოქალაქეების უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს. ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრი საქართველოსგან 16 დაკავებულის, რომელთა ნაწილი შსს-ს ცნობით პოლიციას ფიზიკურად უპირისპირდებოდა, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, ხოლო ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ – „სამართლებრივი პროცედურების“ დაწყებას. ოსმან აშქინ ბაქი, თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი:
მინისტრის თქმით, თურქეთი ყველა პლატფორმაზე გააგრძელებს საკუთარი სპორტისა და გულშემატკივრების უფლებების დაცვას დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ნუმან ქურთულმუში, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე:
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰაკან ფიდანისა და მაკა ბოჭორიშვილის საუბრის შესახებ:
მუსტაფა ჩიფთჩი, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: თურქული მედიის ცნობით, მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოუცხადა და გულშემატკივრების თურქეთში უვნებლად დაბრუნების უზრუნველყოფა მოსთხოვა. მას ასევე ჰქონდა გამორჩეული პრობლემა პალესტინის დროშის მოედანზე არდაშვებასთან დაკავშირებით. ანუ, თურქეთის შს მინისტრი პირდაპირ ურეკავს ქართველ კოლეგას და უკმაყოფილებას უცხადებს იმ პოლიციის ქმედებების გამო, რომლის 3 თანამშრომელი იმ საღამოს საავადმყოფოში მოხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი: „ბეშიქთაშის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, პრეზიდენტი კლუბის ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა, დაშავებულ გულშემატკივრებს გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია:
მსგავსი ინციდენტების დროს პოლიცია როგორ მოქმედებს – საერთაშორისო პრაქტიკაბათუმში მომხდარი – მსვლელობისას წესრიგის დარღვევა, პოლიციაზე თავდასხმა, სტადიონზე სკამების დაზიანება და სამართალდამცველების მიმართულებით საგნების სროლა – საერთაშორისო კლასიფიკაციით მაღალი რისკის მატჩის ტიპური სცენარია. ასეთ შემთხვევებზე ევროპაში ერთიანი სტანდარტი მოქმედებს: 1. ბაზა: Saint-Denis-ის კონვენცია და UEFA
ზუსტად ეს აღწერა საქართველოს შსს-მ: პოლიცია წინასწარ იყო განაწილებული „როგორც ბათუმი არენას ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით მსვლელობა იყო დაგეგმილი“. არცერთი ქვეყანა – ბრიტანეთიდან თურქეთამდე – ასეთ დროს „დროშის“ არგუმენტს არ იღებს. ძალადობა დროშამდე დაიწყო თუ შემდეგ – სამართლებრივად მნიშვნელობა არ აქვს: პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია ვალდებულია ჩაერიოს. ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკა ცალსახაა: თუ ფანების ნაწილი ფიზიკურად უპირისპირდება პოლიციას და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, სპეცსაშუალება და დაკავება არ არის „პროვოკაცია“ – ეს არის ვალდებულება. სურათი: ერთი მხარე ითხოვს, მეორე – დუმსმთელი საღამო თურქეთის მხარე საუბრობს „თავდასხმაზე“, „არაპროპორციულ ძალაზე“, „დისკრიმინაციაზე“, „პასუხისმგებელი პირების დასჯაზე“ და „დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე“. ქართული მხრიდან კი, სადაც პოლიციელები დაშავდნენ და სტადიონის სკამებს ესროდნენ, პოლიტიკური პასუხი არ ისმის. თბილისს ჯერ არ უპასუხია მთავარ კითხვაზე: აპირებს თუ არა ის საკუთარი პოლიციელების დაცვას, რომლებზეც, შსს-ს ოფიციალური ვერსიით, აგრესიული ჯგუფი ჯერ მსვლელობისას, შემდეგ კი სტადიონზე თავს დაესხა, თუ ანკარის ზეწოლის ფონზე გამოძიება და „სანქციები“ სწორედ ქართული პოლიციის წინააღმდეგ დაიწყება.
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ანდრო ჭიჭინაძე 4 დეკემბერს გლდანის ციხეს დატოვებს — თორნიკე მიგიაშვილი
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



