|
2018-03-01 16:23:33, 1561 ნახვა
საზოგადოება
სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი სამართავად თვითმმართველობებს გადაეცემა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი, ბიუჯეტის მართვა, განათლების სამინისტროს ნაცვლად, დელეგირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ჩხენკელის თქმით, განათლების სამინისტრო მხოლოდ მონიტორინგს განახორციელებს, რომელიც სტანდარტების დაკმაყოფილებას შეეხება. "ახალი მიდგომის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, ასევე არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნება უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ისინი იქნებიან წამმართავი ამ პროცესის. ჩვენ დავდებთ ხელშეკრულებას, სადაც განთლების სამინისტრო მოაწერს ხელს და ასევე რეგიონული განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ეს პროცესი გაგრძელდება უკვე მათი კურირებით. რასაკვირველია ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ პროცესში იმ თვალსაზრისით, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით კონტროლი, რასაკვირველია, განათლების სამინისტროს ექნება. ამის მიზანი არის დეცენტრალიზაცია და ლოგიკურია, რომ ადგილობრივ სოფლებსა თუ ქალაქებში მუნიციპალიტეტები აგებენ პასუხს და ასევე წარმართავენ პროცესს, თუ სად უნდა აშენდეს ახალი სკოლები, როგორ უნდა წარიმართოს რეაბილიტაციის და რემონტის პროცესი და ა.შ პროცესი ამოქმედდება, როგორც კი ხელშეკრულებას მოეწერება ხელი",-განაცხადა ჩხენკელმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)