|
2018-03-01 15:33:31, 1658 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო უწყებები ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გმობენ
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების საგარეო უწყების განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა დაუშვან. „ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით კი, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების ყოველგვარ დარღვევას და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსიტუტების დაშვებას მოვითხოვთ“,- ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ასევე გამოეხმაურა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი. მინისტრის განცხადებით, ფინეთის რესპუბლიკა უერთდება ევროკავშირის,ეუთოსა და გაეროს განცხადებებს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. “ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- განაცხადა სოინმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)