|
2018-03-01 11:10:57, 1719 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“ იწყებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას "მინდა ვენდო სასამართლოს". სასამართლო სისტემის განვითარებისთვის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, კოალიცია ყურადღებას გაამახვილებს მართლმსაჯულების სისტემასა და მის რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე. დაიგეგმება პრესკონფერენციები, აქციები და სპეციალური ღონისძიებები. კამპანიის ფარგლებში მედიაორგანიზაციებს ეტაპობრივად მოეწოდებათ ინფორმაცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხელმოსაწვდომი იქნება კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევითი მასალები და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. კოალიცია გამოყოფს კონკრეტული მიმართულებით სპეციალურად შერჩეულ სპიკერებს, რომლებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას. "ნათლად გამოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოში გატარებული რეფორმები ვერ აღწევს მთავარ მიზანს-მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არასათანადო პოლიტიკური ნება. "დღემდე სამ ტალღად განხორციელებულმა რეფორმებმა სისტემის რეალურად გაჯანსაღების მიზანს ვერ მიაღწია.ამის ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი, დაგვიანებული და ხშირ შემთხვევაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს მორგებული საკანონმდებლო ცვლილებებია. კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)