|
2018-03-01 11:09:52, 1551 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილზე, მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სამი კი ,,ამტელ ჰოსპიტალში“. მედიკოსების ინფორმაცით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაწერენ. "ჩვენს კლინიკაში მკურნალობს ორი ავადმყოფი. დიაგნოზით - თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი დაზიანებები. მდგომარეობა სტაბილურია უარყოფითი დინამიკის გარეშე. სავარაუდოდ დღის ბოლოდან გაეწერებიან კლინიკიდან“, - აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში. რაც შეეხება კიდევ 3 მოზარდს, რომლებიც მკურნალობას ,,ამტელ ჰოსპიტალში“ გადიან, ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია ბესიკ წივწივაძის თქმით, ერთ-ერთ მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. "ბიჭს აქვს თავზე ღრმა ჭრილობა. ასევე სახეზე მრავლობითი ჭრილობით ორი მოზარდი გოგონაც შემოიყვანეს. ჩაუტარდათ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. იმყოფებიან სტაციონალურ მკურნალობაზე", - განაცხადა წივწივაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)