|
2018-03-01 10:36:22, 1558 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ
დღეიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ. თბილისის მერის მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ. მაია ბითაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა ნარჩენები, 20:00 საათის შემდეგ მოიშორონ. მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება. "აღნიშნული საპილოტე პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)