|
2018-03-01 10:17:29, 1578 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან
პირველი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია. მერის მოადგილემ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. "ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე - დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, - განაცხადა ბითაძემ. პროექტი თავდაპირველად აღნიშნული ქუჩებს შეეხება: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი , შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)