|
2018-02-28 21:02:32, 1976 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მოზარდები მოინახულა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მოსწავლეები მოინახულა. კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ბავშვის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. „სამწუხარო ფაქტი მოხდა. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი და სიტყვებით გადმოცემა. მინდა ოჯახს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. დანარჩენი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალბათ ხვალ უკვე გაწერენ სახლში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოსწავლეები თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ მოინახულეს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)