|
2018-02-28 19:05:41, 1999 ნახვა
საზოგადოება
„m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა
კომპანია „m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ. კომპანია m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m2-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში. „მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორები გავხდით. m2-სთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასტუმროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი თელავში. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველაგნ სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მივიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)