|
2018-02-28 16:27:30, 1627 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების შერბილების პროექტზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტზე - „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ხელშემწყობი რეგიონული მოდელები - საქართველოში მათი შექმნის პოტენციალის და შესაძლებლობების კვლევა’’ იმსჯელეს. პროექტი საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ბიოსფერული რეგიონის შექმნის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი მოსამზადებელი ეტაპი დასკვნით ფაზაში იმყოფება, რაც ითვალისწინებს ბიოსფერული რეგიონის დასაარსებლად და მართვის კუთხით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება დაინტერესებულ და გადაწყვეტილების მიმღებ მხარეთა საერთო თანამშრომლობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოება. შეხვედრაზე, პროექტის მიმდინარეობისას მიღებული შედეგები ასევე, მისი შემდგომი განხორციელების სცენარი განიხილეს, რაც კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაარსების და მართვისთვის აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას, ზონირებას, მართვას, დაფინანსებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. შეხვედრას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახმეტის მუნიციპალიტეტის, თელავის და დედოფლისწყაროს ადგილობრივი თვითმართველობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)