|
2018-02-28 16:36:23, 1529 ნახვა
საზოგადოება
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხს ხვალ, IPRM-ის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ერგნეთში ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და მასთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლიდ საკითხი განიხილება. ჯანელიძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სასურველი შედეგი დადგეს: "აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,დაშვებულ იქნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მონიტორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ ჟენევის ფორმატში და შემდეგ რაუნდზე იქნება ეს საკითხები განხილული.ხვალ გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში.ჩვენ მოველით, რომ საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური გამოძიება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს წნეხი გაგრძელდეს და მიღწეულ იქნას ის შედეგები, რომელსაც მოველით.ჩვენ ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე და ვცდილობთ, დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მიცვალებულის გადმოცემა, ასევე ორი მოქალაქის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა მათ არ აქვთ ე.წ. საბუთები, რაც მისცემთ შესაძლებლობას, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე",-განაცხადა ჯანელიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)