|
2018-02-28 16:31:18, 1437 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების დაფინანსებასა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება. გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი. პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს: • „საზოგადოებრივი დამცველი - “თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი; • სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი; • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი; • ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ - აჭარა, გურია; • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი; • „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) - კახეთი. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)