|
2018-02-28 12:48:52, 1661 ნახვა
საზოგადოება
თბილისს სისხლის სამართლის მედიაციის ავსტრიელი ექსპერტი ეწვია
სისხლის სამართლის მედიაციის ქართული მოდელის გაცნობისა და ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით მედიაციის სახლს ავსტრიელი ექსპერტი ეწვია. სისხლის სამართლის მედიაციის ექსპერტი კრისტა პელიკანი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორს თათია ხოჭოლავას და განრიდება-მედიაციის სამმართველოს ხელმძღვანელს ლადო ჯავახიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები. ავსტრიელი სტუმარი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და განრიდება-მედიაციის პროგრამით; ტრენინგის ძირითადი თემები იქნება სრულწლოვანთა მედიაციის დამახასიათებელი სპეციფიკა და ძირითადი განსხვავებები არასრულწლოვანთა საქმეებისგან, მედიაციის სპეციფიკა ძალადობრივ დანაშაულებზე და მედიატორის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები მსგავსი ტიპის საქმეებზე, აღდგენითი მართლმსაჯულება დაზარალებულის პერსპექტივიდან და მედიატორის თვითშეფასება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში ჩართული 21 წლამდე ასაკის 2733 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება კრისტა პელიკანს, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სისხლის სამართლის მედიაციის მიმართულებით. 1973 წლიდან არის ვენის სამართლის სოციოლოგიის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. 1996-1999 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს “სისხლის სამართლის სფეროში მედიაციის ექსპერტთა კომიტეტს”. გამოქვეყნებული აქვს ათობით ნაშრომი, მათ შორის აღდგენითი მართლმსაჯულების, დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს შორის მედიაციის თემებზე. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)