|
2018-02-28 11:11:26, 1449 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ
„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესშია“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისთვის სიახლეა. „აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე არ ხდებოდა. ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, რომელიც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კეთილსინდისიერი ადამიანები გვჭირდება, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ქალაქის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანია. „ეს მხოლოდ და მხოლოდ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს არ ეხება. მგონია, რომ ყველა მიმართულებით აუცილებელია ღია კონკურსები გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)