|
2018-02-28 11:11:26, 1662 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ზებრა გადასასვლელებზე“ ლედგანათებები დამონტაჟდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქვეითად მოსიარულეების უფლებების დაცვასა და მათ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეითთა უსაფრთხოება იყოს დაცული, ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი. კალაძემ გამგებლებს დაავალა, თავიანთ რაიონებში ყველა ლოკაცია დააფიქსირონ, სადაც ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა გააჩნიათ. მან ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზეც ისაუბრა. "მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. საზპგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით ჩვენ წელს ახალ, ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვანთ. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში სრულად მოხდება ჩანცვლება ახალი ავტობუსების შემოყვანით. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა - დახაზვითი სამუშაოები, დაყენდეს შუქნიშნები. აქვე მინდა გამგებლებს დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ ეს კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულო არის, რომ გადასასვლელ ზებრებზე დავაყენოთ ლედგანათებები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, რომ მთლიანად ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული", - განაცხად კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)