06:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 18:05:39, 2267 ნახვა

საზოგადოება
შპს „ქალაქის გული“: ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება

შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციამ სპეციალური  განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,  ყველა დაზარალებული მოვაჭრე შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. 

"2018 წლის 27 თებერვალს, შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი. 

კომპანიის ადმინისტრაცია თითოეულ მოვაჭრეს ინდივიდუალურად ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. 

ამასთან, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს და მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics