|
2018-02-27 12:13:04, 1646 ნახვა
საზოგადოება
მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გიდების გადამზადება გაგრძელდება
2018 წელს, მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გიდების გადამზადება გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს ისევ ჩაატარებს. წარმატებულად შეფასდა მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადების გასული წლის პროექტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძის განმარტებით, ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადებული გიდების 50% ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშივე დასაქმდა. ივლისსა და აგვისტოში, თითოეულმა გიდმა მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურის მიმართულებით საშუალოდ 12 ექვსკურსია ჩაატარა. „სასიხარულოა, რომ ინტენსიურმა ტრენინგებმა შედეგი გასული წლის ზაფხულშივე გამოიღო. ჩვენს მიერ გადამზადებულმა გიდებმა შეძლეს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ტრენინგის დასრულებისთანავე წარმოეჩინათ. მათ მიერ ჩატარებული ტურების რაოდენობა ასევე მეტყველებს იმაზე, რომ აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ის ვაკუუმი კი, რაც მთიანი აჭარის გიდების მიმართულებით გვქონდა ნელ-ნელა ივსება. უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტს მთაში მოგზაურობა კვალიფიციური გიდის თანხლებით შეუძლია. შედეგად, ჩვენ ვაპირებთ წელსაც გავაგრძელოთ ტრენინგები, რომ რაც შეიძლება მეტ გიდს მივცეთ განვითარების საშუალება,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. გასულ წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში 60 მოქმედ და დამწყებ გიდს ტრენინგები 4 მიმართულებით ჩაუტარდა. ერთთვიანი სწავლება აჭარის დაცული ტერიტორიების, ქედის ღვინის მარშრუტის, მაღალმთიან აჭარისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების შესახებ მომზადებულ თეორიულ-პრაქტიკულ კურს მოიცავდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდებისთვის ტრენინგები ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა სხვა ტრენინგ-კურსების მსგავსად უფასო იქნება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)