|
2018-02-27 12:01:34, 2100 ნახვა
საზოგადოება
მოვაჭრეების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის შენობა დაზღვეული არ იყო
მოვაჭრეების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის „ქალაქის გული“ შენობა დაზღვეული არ იყო. როგორც ისინი აცხადებენ, პროდუქცია ზოგიერთ მათგანს ინდივიდუალურად ჰქონდა დაზღვეული. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მოვაჭრეების თქმით, ობიექტი კარგად იყო დაცული და სადენებიც ახლახანს შეცვალეს, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ობიექტით გარკვეული პირები იყვნენ დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ადგილზე ობიექტის მფლობელი მუხრან ბაგრატიონი მივიდა, თუმცა მას ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შედეგად, სავაჭრო ცენტრის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურდა. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)