|
2018-02-26 19:48:46, 1751 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელ გიორგი სალაყაიას შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ბადაგონი" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო და სერიოზული კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით. „პირველ რიგში აუცილებელია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ პრინციპების დაცვით, დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით დავის მეორე მხარესაც მოუსმენენ. „ბუნებრივია ვერ შევალთ კერძო დავაში, ეს არც კომიტეტის და არც ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის მოსაზრებები და კოპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ. პარლამენტში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)