|
2018-02-26 19:17:09, 1573 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ეცნობა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდინარე სამშენებლო პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. კახაბერ გვანცელაძე დღეს გლდანის მესამე მიკრორაიონში, სოფელ გლდანსა და ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მშენებლობებზე იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მონიტორინგს კახაბერ გვანცელაძესთან ერთად აწარმოებს კომპანია „გეომეფი“, რომელიც მშენებლობის ხარისხის კონტროლსა და ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი. კახაბერ გვანცელაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მშენებლობის დასრულების ვადებით დაინტერესდა. მშენებლების განცხადებით, პროექტის დროულად დასრულებას საფრთხე არ ექმნება და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. გლდანის მესამე მიკრორაიონსა და სოფელ გლდანში მშენებარე თითოეული ბაღი 340 აღსაზრდელზეა გათვლილი, ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში მშენებარე ბაღი კი 235 აღსაზრდელს მიიღებს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)