|
2018-02-26 12:51:41, 1737 ნახვა
საზოგადოება
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მერმა ახვლედიანის ქუჩაზე, კაფეებისა და ბარების ფასადებზე დარღვევით განთავსებულ წარწერებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი მითითება მისცა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ მიმართულებით, მუშაობა საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება. „ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს, დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით - ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით - პარლამენტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ობიექტი დაჯარიმდება. მისი თქმით, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება. თბილისის მერთან ერთად, ახვლედიანის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი იმყოფებოდა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)