|
2018-02-24 11:38:24, 2235 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება
ავსტრიიდან, ტალჰაიმში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება, - ამის შესახებ ORF იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოჯახი ავსტრიაში უკვე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ისინი ქვეყანას ორშაბათს დატოვებენ. ადვოკატი ცდილობს მათი დეპორტაცია აღკვეთოს. მედიის ცნობით, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. მისთვის და ოჯახის მხარდამჭერებისთვის დეპორტაციის მიზეზი გაუგებარია. „ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი ბავშვები არიან. ორივე კარგად საუბრობს გერმანულად. ისინი სკოლაში ინტეგრირებულნი არიან. მათი მშობლები მუშაობენ. ვერაფრით ვიგებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქალაქის მერმა. ორი წლის წინ ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მოპოვებას ართულებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)