|
2018-02-23 18:41:55, 1943 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა 21 იანვარს გარდაცვილი მუშის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს (ვიდეო)
პარლამენტის შენობასთან, სადაც პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა 21 იანვარს გარდაცვილი მუშის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და დროშები დაუშვეს. „ამ წამს ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე კიდევ ერთი მუშა გარდაცვლილა „პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობის დროს. მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით მის ხსვოვნას პატივი მივაგოთ და ჩვენს მიერ მოტანილი დროშები დავუშვათ. მუშები აღარ უნდა იღუპებოდნენ. ქვეყანა რომელიც არ იმყოფება საომარ მდგომარეობაში არ უნდა კარგავდეს ყოველდღიურად ამდენ ადამიანს. მუშები არ არიან სიკვდილმისჯილი ადამიანები. ისინი სიცოცხლეს იმსახურებენ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, 27 წლის ლევან ლაფაჩი “პანორამა თბილისის” გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს გარდაიცვალა. ინფორმაციას ifact ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი” მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს და გამოძიების შედეგებს ელის. „21 იანვრის საღამოს, 4-დან 5 საათამდე ლევანი თავის მოვალეობას ასრულებდა, როცა ზედა სართულზე ახლადდასხმული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მისი სხეული ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო და ჩამოშლაც ამან გამოიწვია. ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. მის გარდა ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, არავინ იყო. ვინაიდან მუშები ხელფასს გამომუშავების მაჩვენებლის მიხედვით იღებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ნაკლებ დროში მოესწროთ. ამიტომ ბეტონის ბოძები, რომლებსაც ჭერი უნდა დაეჭირათ ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა“,-ნათქვამია ifact-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროფკავშირების მიერ გამართული აქცია- მსვლელობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)