13:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 17:30:45, 1883 ნახვა

საზოგადოება
„მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!“ - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!“ - აღნიშნული ლოზუნგით თბილისში, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

მათი ინფორმაციით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე, საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.

ისინი პარალამენტისა და მთავრობისგან  ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და  მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: „მუშებს სიცოცხლე“, „მუშა რომელიც არ მომკვდარა - მე ვარ!“, „სოლიდარობა მუშებს“.

აქციაში სხვადავხა რეგიონებიდან ჩამოსული მუშები მონაწილეობენ. ადგილზე ასზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ.

აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია იცავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics