|
2018-02-23 17:02:35, 2235 ნახვა
საზოგადოება
სოსო გიორგაძემ და თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესთან დაკავშირებული საკითხების, არსებული საჭიროებების გაანალიზებისა და პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვის მიზნით გაიმართა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს და ეფექტური ადმინისტრირების გზებზე იმსჯელეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სსგს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ხაზგასმით აღნიშნეს უწყებებს შორის უკვე არსებული კარგი თანამშრომლობის ფაქტი და მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და სიების ფორმირების პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)