|
2018-02-22 15:51:20, 1923 ნახვა
საზოგადოება
სამეურვეო საბჭოში ზვიად რატიანის საჩივრის განხილვა დასრულდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში პოეტ ზვიად რატიანის საცივრის განხილვა დასრულდა. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. ბორდი. საქმე ეხება რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებას, რომელიც მოგვიანებით წაიშალა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ აქვს ზვიად რატიანს პრეტენზიები მხოლოდ საზმაუსთან, როცა მსგავსად მოიქცნენ სხვა მაუწყებლებიც. „რუსეთმა რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და გვეწყინა, გვეწყინა გასაგებია, მაგრამ თუ ავსტრალია დაარღვევს არ გვეწყინება ხომ?“,-მიმართა სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საიას იურისტს, რომელიც ზვიად კუპრავას ინტერესებს იცავს. „ნუ დავიწყებთ სხვა ტელევიზიებთან პაექრობას და სხვა ტელევიზიებთან საზოგადოებრივი მაუწყებლის შედარებას, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სტატუსი, თუნდაც უდიდესი განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ტელევიზიებს შორის იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება გადასახდელების გადამხდელების ფულით“,-უპასუხა მას სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ქეთევან მსხილაძემ. ზვიად რატიანი ითხოვს, მენეჯმენტმა აღიაროს ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა. კერძოდ, რატიანის შეფასებით, დაკავების ვიდეომასალის გავრცელებით, დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და მოხდა სიძულვილის გაღვივება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)