|
2018-02-22 15:29:07, 1582 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ვახტანგ ყოლბაიამ გიედრიუს პუოჯიუნასს აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანიტარული სახის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიტვის საელჩო მომავალში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. ლიტვის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)