|
2018-02-22 12:41:13, 1611 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International: მიუხედავად დაპირებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო
„მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა“, - ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული. „ივნისში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, ხელისუფლება პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის მანდატადაც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დასახელდა. ივნისში ჰიპჰოპ დუეტის „ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მათი მხარდასაჭერი დემონსტრაციები მოჰყვა. დაკავებული მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისათვის შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროსტესტო აქციებს „ბირჟა მაფიის“ წევრების 130 საერთაშორისო ამნისტიის ანგარიში 2017/18 წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა. მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ივნისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა. საქმე 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში მომხდარ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილი, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციის თანამშრომელს ბრალს ღიად დებს; ცხედრის ექსპერტიზის შედეგები, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება; ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს; და სატელეფონო ზარების ამონაწერი. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)