04:20 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:45:20, 1602 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International აფგან მუხთარლიზე: გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის

აფგან მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში. 

ანგარიშია თანახმად, 29 მაისს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. 

"მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგსაც საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა", - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics