|
2018-02-22 11:15:56, 1694 ნახვა
საზოგადოება
ბიბლიოთეკარებს, სამსახურის შენარჩუნებისთვის, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ
თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას განცხადებით, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა დახურვა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ბიბლიოთეკებში სტანდარტებთან შეუსაბამო სიტუაციაა და არსებობს გარკვეული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული. ხუნწარიას თქმით, ამის გამო თბილისის მერიაში დაფუძნებული ახალი აიპი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული, მაღალი სტანდარტის ბიბლიოთეკების შექმნას გეგმავს. სოფო ხუნწარიას ინფორმციით, ბიბლიოთეკების თანამშრომლები ერთთვიანი გადამზადების კურსს გაივლიან და ამის შემდეგ ტესტირება ჩატარდება. მისივე განმარტებით, სამუშაოს ის შეინარჩუნებს, ვინც გამოცდებს ჩააბარებს. "ის პრობლემები, რასაც ჩვენ შევეჩეხეთ, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოსწორდეს. მედიათეკები და ბიბლიოთეკები გაერთიანდება, იმიტომ რომ მედიათეკა თავისთავში გულისხმობს, რომ არის ბიბლიოთეკა. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები. მათ აუცილებლად მოუწევთ ტესტირება, თუმცა ტესტირება იქნება იმ საქმეში, რასაც დღეს ემსახურებიან. გვჭირდება ახალი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული ბიბლიოთეკები, მაღალი სტანდარტის, წიგნების ფონდი კი უნდა განახლდეს“, - განაცხადა სოფო ხუნწარია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)