|
2018-02-21 21:02:38, 1756 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ სტუდენტური ფასდაკლების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სს „საქართველოს რკინიგზა“ სტუდენტური ფასდაკლების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, სერვისი შეფერხდა. მათივე განმარტებით, ხარვეზი რამდენიმე საათში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებმაც ამ პერიოდში ბილეთის მთლიანი ღირებულება გადაიხადეს, საშეღავათო თანხა აუნაზღაურდებათ. „როგორც მოგეხსენებათ, სს „საქართველოს რკინიგზა" მონაწილეობს სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, თუმცა ჩვენი კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სერვისს შეექმნა შეფერხება. ხარვეზი უახლოეს საათებში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პერიოდში მოუწიათ ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა სრულად აუნაზღაურდებათ საშეღავათო თანხა (ბილეთის ღირებულების 50%-ი). ამისათვის გთხოვთ, წერილობით მიმართოთ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანას, წარმოადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და შეძენილი ბილეთის ასლი“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“. მათივე ცნობით, კომპანია GOEURO -ს მონაცამებით, „საქართველოს რკინიგზა“ სარკინიგზო მომსახურების სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობას შევქმნათ კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისები. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივადაა ჩართული სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში და მომავალშიც აპირებს ხსენებული ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)