|
2018-02-21 18:51:37, 1762 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის გამგებელი: ე.წ. კიროვის ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ნაძალადევის გამგებელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე, ე.წ. კიროვის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მისივე თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ ყოფილა. „დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, ამას ბუნებრივია, შესაბამისად, დათვლის შემდეგ გამოჩნდება თუ რამდენია. ცეცხლი გაუჩნდა სხვდასხვა საყოფაცხოვრებო მასალების საწყობსა და საამქროს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. სამაშველომ საკმაოდ სწრაფად და მყისიერად იმოქმედა, არც დაშავებული არ არიან ამ ეტაპზე. რაც მთავარია, ობიექტი საკმაოდ მოშორებული იყო მოსახლეობისგან, ამიტომ მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებზე ცეცხლის გადადების საფრთხე, არ ყოფილა. ამ დროისთვის, ცეცხლი მთლიანად არის ლიკვიდირებულია“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. ცნობისთვის, ადგილზე 19 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)