|
2018-02-21 17:45:43, 1896 ნახვა
საზოგადოება
„112“-ში 24 საათის განმავლობაში 20 000 ზარი შედის - ერთი ოპერატორი, დაახლოებით, 350 ზარს პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილის, მაია გიორგაძის განცხადებით, „112“-ში 24 საათის განმავლობაში 20 000 ზარი შედის, ერთი ოპერატორი კი, დაახლოებით, 350 ზარს პასუხობს. როგორც გიორგაძე აცხადებს, სამწუხაროდ, ამ ზარების დიდი რაოდენობა არამიზნობრივია. „ჩვენ მუდმივად ვახდენთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომ არამიზნობრივი ზარები უნდა შემცირდეს, რადგან თუნდაც ერთი არამიზნობრივი ზარი „112“-ის ცენტრში ართმევს შესაძლებლობას იმ ადამიანს, ვისთვისაც გადაუდებელი დახმარება არის მნიშვნელოვანი, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია. შესაბამისად, ამის კომუნიკაციას სისტემატურად ვახდენთ და შარშანდელთან შედარებით, 150 000 ერთეულით შემცირდა არამიზნობრივი ზარები „112“-ში, რისთვისაც მინდა, ჩვენს მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო, გაწეული თანამშრომლობისთვის. ზოგადად, ეს არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო გამოწვევაა, რომ არამიზნობრივი ზარები არის, რასაც შესაბამისი კამპანიებით ებრძვიან და კომუნიკაციას ამყარებენ საზოგადოების გარკვეულ წრეებთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ზარი. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის თანამშრომლობით არამიზნობრივი ზარები კიდევ უფრო შემცირდება“, - აცხადებს მაია გიორგაძე.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)